ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში იასპარეზებს
2 კვირის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი (128) 2025 წლის უიმბლდონის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირში მოსახვედრად 3 ეტაპი გაიარა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზმა არგენტინელი ხუან პაბლო ფიჩოვიჩი (156) 4 სეტიან დაპირისპირებაში დაამარცხა - 1:6, 7:5, 6:2, 6:1. მატჩი 2:07 საათი მიმდინარეობდა.
33 წლის ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ძირითად ბადეში 2022 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძირითად ბადეში მოსახვედრად ესპანელი პაბლო ლიამას ლუისი, ჰონგ კონგელი კოულმენ ვონგი და დღეს არგენტინელი მეტოქე დაამარცხა.
უიმბლდონი 30 ივნისს აიღებს სტარტს, ხვალ, 27 ივნისს წილისყრაა ჩანიშნული, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა გაირკვევა.