Belive

ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს საკვალიფიკაციოდან გამოეთიშა

5 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ცინცინატის მასტერსის (1000-ქულიანი) ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძოდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში 23 წლის პორტუგალიელ, ხაიმე ფარიასთან 2 სეტში, ერთნაირი ანგარიშით (6:4 | 6:4) დამარცხდა.

ფარიამ ბასილაშვილს თითო გეიმში შესრულებული თითო ბრეიკით მოუგო - თავადა ჩაწოდება არ დაუკარგავს. მატჩი მხოლოდ 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა.

პორტუგალიელი ჩოგბურთელი რეიტინგში 79-ე ადგილს იკავებს და იმისთვის, რომ ცინცინატის ძირითად ბადეში მოხვდეს, კიდევ ერთი შეხვედრის მოგება მოუწევს, მისი მეტოქე ჩინელი იბინ ვუ იქნება.

34 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის 130-ე ნომერია და მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი მე-16 ადგილი იყო.

სხვა სტატიები