Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს

10 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 წრე გაიარა - ჯერ ამერიკელი ანდრე ილაგანი 3 სეტში - 3:6, 7:6 (7:1), 5:7 დაამარცხა, ფინალში კი კანადელ ლიამ დრაქსლს მოუგო (5:7, 7:5, 6:4). ნიკოლოზმა წაგებული პირველი სეტის შემდეგ, მატჩის მოტრიალება შეძლო - შეხვედრა 2 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 3 მატჩპოინტი გადაარჩინა - მოგებული ქულების მხრივ (winners) დიდ უპირატესობას ფლობდა (76/26), თუმცა უნებლიე შეცდომაც გაცილებით მეტი დაუშვა (32/9).

ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რეიტინგის 124-ე ნომერია.

სხვა სტატიები