ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება
3 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
Erste Bank Open-ის (ვენა) 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 137-ე ჩოგანი, იური როდიონოვი 2 სეტში, ანგარიშით 7:6, 6:1 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილის მომავალი მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, კარლოს ალკარასი იქნება, რომელმაც გუშინ კარენ ხაჩანოვთან იმარჯვა.
მერვედფინალური ეტაპის მატჩი ხვალ გაიმართება.
Erste Bank Open-ის მოქმედი ჩემპიონი იანიკ სინერია, იტალიელმა შარშან ფინალში ალექსანდრ ზვერევს მოუგო.
ბასილაშვილი და ალკარასი ერთმანეთს აქამდე სულ 2-ჯერ შეხვდნენ და გამარჯვება ორივე შემთხვევაში ესპანელს დარჩა.
Basilashvili off the mark! ✅ The Almaty finalist carries his momentum into Vienna, taking down Rodionov 7-6, 6-1. @ErsteBankOpen | #ErsteBankOpen https://t.co/W97WDEKm9v
— ATP Tour (@atptour) October 28, 2026