Belive

ბასილაშვილი სტოკჰოლმის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

2 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი (87-ე ნომერი) სტოკჰოლმის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველმა პირველი წრე გაიარა, თუმცა ფინალში ხორვატ ბორნა გოიოსთან 2 სეტში (3:6 | 6:7) დამარცხდა.

მატჩის შედეგი ძირითადად ერთი კომპონენტის დამსახურებაა - ბასილაშვილს 8-ჯერ ჰქონდა ბრეიკპოინტი, თუმცა გოიომ 7-ჯერ შეძლო გადარჩენა და საკუთარი ჩაწოდება მხოლოდ 1-ელ დაკარგა. თავად ხორვატ ჩოგბურთელს 4-ჯერ ჰქონდა შანსი მოეგო მეტოქის ჩაწოდება და 2-ჯერ ეს მოახერხა.

ნახევარფინალში ბასილაშვილმა მარტივად გაიარა ფრანჩესკო პასაროს ბარიერი, რომელიც რეიტინგის 153-ე ნომერია - საბოლოოდ კი, 133-ე ნომერთან, ბორნა გოიოსთან დამარცხდა.

სხვა სტატიები