Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის ფინალში გავიდა

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე ჩელენჯერის ფინალში, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გავიდა.

ნახევარფინალში ბასილაშვილს ენტონ ესკოფიერი უნდა შეხვედროდა, თუმცა ფრანგი ჩოგბურთელი ტრავმის გამო არ გამოცხადდა და ნიკოლოზი ფინალში ავტუმატურად მოხვდა. ამ მოცემულობით, ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდება და 252-ე ადგილზე გადავა.

სეულის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი იაპონელ ტარო დანიელს დაუპირისპირდება. მიმდინარე ჩელენჯერზე დანიელსი პირველ ნომრად არის განთესილი - ის რეიტინგში 78-ე ადგილს იკავებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო პოზიცია მე-16 ნომრად ყოფნა იყო, მას ATP-ის 5 ტურნირი აქვს მოგებული. ფინალი 3 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები