ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში ასპარეზობის შემდეგ ATP რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა და 132-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ტურნირის ფინალში ჯოვანი მპეტში პერიკართან 3 სეტში 3:6, 7:6 (7:5), 5:7 დამარცხდა და რეიტინგი 90 ქულით გაეზარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მომდევნო ტურნირზე ასპარეზობაც დააანონსა, ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობის (როლან გაროსის) ძირითად ბადეში თამაშს შეეცდება, ბასილაშვილი ტურნირს საკვალიფიკაციო 1/4-ფინალური ეტაპიდან დაიწყებს, მისი პირველი მეტოქე ნიდერლანდელი გის ბროუერი იქნება.