Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის მეორე ეტაპზე დამარცხდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საჩოგბურთო სამყაროში წლის დასკვნითი მასტერსის ტიპის ტურნირი იმართება, რომელსაც პარიზი მასპინძლობს. ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი – ნიკოლოზ ბასილაშვილიც იყო წარმოდგენილი, სადაც 9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ნიკოლოზმა “პარიზის მასტერსი” დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

თუმცა, დღეს, 1/16-ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ - ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა და 2 სეტში: 6:4; 6:2 დამარცხდა და ასპარეზობას გაემოეთიშა.

ლორენცო მუსეტი კი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, მსოფლიოს მეორე ნომერი, ნორვეგიელი - კასპერ რუდი იქნება.

სხვა სტატიები