ზედიზედ მესამედ AU OPEN-ის ფინალში - საბალენკა ტიტულის დაცვასთან ერთ ნაბიჯშია
ავსტრალიის ღია პირველობის 1/2-ფინალური ეტაპები ქალთა დაპირისპირებებით დაიწყო.
პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, ბელარუს და ესპანელ ჩოგბურთელებს შორის შედგა, სადაც ზედიზედ 2-გზის ჩემპიონმა, 26 წლის არინა საბალენკამ ესპანელი მეტოქე 2 სეტში, მარტივად: 6:4; 6:2 დაამარცხა და მიჯრით მესამედ შეძლო ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გასვლა.
მსოფლიოს #1 ჩოგანს ავსტრალიაში 20 მატჩია არ წაუგია და ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვებასთან მხოლოდ ერთ ნაბიჯშია.
Aryna Sabalenka is headed to her 3rd straight Australian Open final! 😤 pic.twitter.com/htU2WL3buC
— US Open Tennis (@usopen) January 23, 2025
ბადოსასა და საბალენკას დაპირისპირება 1 საათი და 27 წუთი გაგრძელდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გასწია, თუმცა მეორე სეტში, საკუთარ მეორე ჩაწოდებაზე უმძიმეს დაბრეიკდა და მას შემდეგ გატყდა.
AU OPEN 2025-ის ფინალში, არინა საბალენკას მეტოქე, ამერიკელ - მედისონ კიზსა და მსოფლიოს მეორე ჩოგან, პოლონელ - იგა სვიატეკს შორის გამარჯვებული იქნება.