Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალშია

3 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მონპელიეს 250-ქულიან ტურნირზე გამოსვლას ბრწყინვალედ აგრძელებს. ნიკოლოზი, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ATP-ის ძირითად ბადეში პირველად ასპარეზობს და მერვედფინალში ადგილობრივი არტურ რინდეკნეხი 2 სეტში (6:0 | 7:6) დაამარცხა.

ქართველმა პირველი სეტი სულ რაღაც 23 წუთში, მშრალზე მოიგო. მეორე სეტი შედარებით დაძაბული გამოვიდა და პირველი ბრეიკიც ფრანგმა შეასრულა, რასაც მალევე მოჰყვა ბასილაშვილი უკუბრეიკი და ამის შემდეგ ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებებს იგებდნენ. 4:4-ზე ნიკოლოზს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და შესვენება აიღო, მიუხედავად ტკივილისა შეხვედრა გააგრძელა და მოწინააღმდეგე ტაიბრეიკზე (7:4) დაამარცხა.

მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში, ქართველის მეტოქე ანდრეი რუბლევი იქნება, რუსი ჩოგბურთელი რეიტინგის მე-10 ნომერია. მასსა და ბასილაშვილს ერთმანეთთან 6-ჯერ უთამაშიათ და თანაფარდობაა.

სხვა სტატიები