Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ჩელენჯერის მომდევნო ეტაპზეა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ს ჩელენჯერზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო, ამ დროისთვის მსოფლიოს რეიტინგის 112-ე ნომერმა ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში მასპინძელი კრისტოფერ ეუბანკსი (154) 3-სეტიან ბრძოლაში დაამარცხა - 6:3, 3:6, 7:5. დაპირისპირება 2:09 საათი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშილი ტურნირზე მე-6 ნომრად არის განთესილი, მისი მომდევნო მეტოქე დარვინ ბლანჩისა და მერფი კასონის წყვილიდან გამარჯვებული იქნება.

აღნიშნული ჩელენჯერი 125 ქულიანია, საპრიზო ფონდი კი 200 000 დოლარია. ტურნირი 12 აგვისტოს დაიწყო და 17 აგვისტოს გამარჯვებული გამოვლინდება.

სხვა სტატიები