ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1/16-ფინალშია
მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მესამე წრეში უბრძოლველად გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი ფაბიო ფონინის (36) უნდა შეხვედროდა, თუმცა იტალიელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტურნირიდან მოეხსნა. 1/16-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე კამერონ ნორი (12) იქნება, რომელმაც დღეს პედრო მარტინესს მოუგო. ინდიან უელსის გასული წლის ფინალში ნიკოლოზი სწორედ ნორის შეხვდა და სამ სეტში, ანგარიშით 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. BNP Paribas Open-ის წლევანდელ გათამაშებაში რეიტინგის Top 10-ეულიდან მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი არ მონაწილეობს.
Starting his Indian Wells title defence with a strong WIN 💪@cam_norrie powered past Pedro Martinez 6-3, 6-3 and will now face No.18 seed Nikoloz Basilashvili#BackTheBrits 🇬🇧 pic.twitter.com/LrUtnIhHMc — LTA (@the_LTA) March 13, 2022