ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე დაამარცხა და მომდევნო ეტაპზეა
6 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორდოს ჩელენჯერზე ესპანელი, მსოფლიოს 259-ე ნომერი ალბერტ რამოს-ვინოლასი დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. ბასილამ მეტოქე 2 სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა. დაპირისპირება 1:05 საათი მიმდინარეობდა.
მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე ბერნაბე ზაპატა მირალესსა და კვენტინ ჰალისს შორის გამარჯვებული იქნება.
ბორდოს ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 227 270 ევროა, სარეიტინგო ქულა კი 175-ია.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის 157-ე ნომერია.