Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიის ქალაქ კობეში მიმდინარე ჩელენჯერს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი, საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში, იაპონელ ჰიროკი მორიასთან დამარცხდა.

შეხვედრა 3-სეტიანი გამოვიდა და 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ნიკოლოზი დომინანტი იყო და დაიტოვა კიდეც (6:3), თუმცა მეორე სეტიდან სიტუაცია შეიცვალა, მორიამ მეორე სეტი 5:7 მოიგო, მესამე კი 3:6 და ძირითად ბადეში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ ჩოგბურთელს ბასილაშვილმა, რამდენიმე კვირის წინ, სეულის ჩელენჯერზე მოუგო და ქართველი იმ ტურნირის ჩემპიონიც გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, სამხრეთ კორეაში მოგებული შეჯიბრის შემდეგ, საერთო რეიტინგში წინ 100 საფეხურით გადაინაცვლა, ქართველი ამჟამად მსოფლიოს 215-ე ჩოგანია.

სხვა სტატიები