ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა!
9 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ესპანეთში ITF-ის 15 ქულიანი შეჯიბრი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც $15 000 შეადგენს. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და მსოფლიოს ყოფილი მე-16 ნომერი - ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/16-ფინალში მარტივი გამარჯვებით დაწყების შემდეგ, 1/8-ფინალშიც, ესპანელი მეტოქეს წინააღმდეგ - სერხიო კალეხონ ჰერნანოდსთანაც მარტივი გამარჯვება მოიპოვა და 1/4-ფინალში გავიდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი მეტოქე 2 სეტში - 6:4; 6:2 გაანადგურა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის 8 საუკეთესო მოთამაშეში სეტწაუგებლად მოხვდა.
1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, შეჯიბრის მესამე ნომრად განთესილი და მსოფლიოს 502-ე ჩოგანი, ლუქსემბურგელი - ალექს კნაფი იქნება.