ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალურ დაპირისპირებაში რობერტო ბაუტისტა-აგუტი (13) დაამარცხა. ნიკოლოზმა გადამწყვეტი თამაში 2 სეტში - 7:6; 6:2 მოიგო.
ბასილაშვილი რობერტოს წინააღმდეგ მთელი შეხვედრის მანძილზე დამაჯერებელი იყო. ნიკოლოზმა გამოცდილ ესპანელთან საოცარი დარტყმები შეასრულა, რითაც კარიერაში მეოთხე ტიტულს დაეუფლა.