Belive

კატასტროფული ვარდნა რეიტინგში - ბასილაშვილი ბაჰრეინში დამარცხდა

10 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს N2 ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, ჩელენჯერის ტურნირში ჩაერთო, რომლის საპრიზო ფონდი $164,000 დოლარია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/32-ფინალში მსოფლიოს 129-ე ნომერი და ამ ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი, ჩეხი - იაკუბ მენსიკი იყო, რომელთანაც ქართველი ჩოგბურთელი 2 სეტიან დაპირისპირებაში 3:6; 4:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა მან ვერცერთის გამოყენება ვერ შეძლო...

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამ მარცხით 103 სარეიტინგო ადგილი დაკარგა და 20 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს ლაივ რეიტინგში 869 პოზიციას იკავებს, რაც ქართველი ჩოგბურთელისთვის ანტირეკორდია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP კარიერაში 5 ტიტული აქვს მოგებული და 2019 წლის მაისში იგი მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი იყო. მას კარიერაში $8,746,706 აქვს გამომუშავებული.

სხვა სტატიები