Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში მასპინძელ, მპეტში პერიკარდს შეხვდა და 3 სეტში (3:6 | 7:6 | 5:7) დამარცხდა.

მატჩი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა - 21 წლის ფრანგმა, რომელიც ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი (ისე კი რეიტინგის 36-ე ჩოგანია), ბასილაშვილი უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა და ჩელენჯერის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე მოგებულ 4 შეხვედრაში, ბასილაშვილმა მხოლოდ ერთხელ ჩაატარა 3-სეტიანი მატჩი.

ამ მომენტისთვის, ნიკოლოზი ATP რეიტინგის 157-ე ნომერია, თუმცა ბორდოში ჩატარებული შეხვედრები მას აქტივში ჩაეწერება და დაწინაურდება.

სხვა სტატიები