Belive

უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ლორენცო მუსეტის (იტალია) დაუპირისპირდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა გრანდ სლემის ძირითად ბადეში მოსახვედრად გრძელი გზა გაიარა და 3 მატჩის მოგება შეძლო.

1/64-ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე ლორენცო სონეგო ან ჟაიმე ფარია იქნება.

ნიკოლოზმა უიმბლდონზე ბოლოს 2022 წელს იასპარეზა და ტურნირის 1/16-ფინალში დამარცხდა.

  • უიმბლდონზე პირველ ნომრად განთესილი იანიკ სინერია, მეორე კარლოს ალკარასია, მესამე კი - ალექსანდერ ზვერევი.

  • ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასია, რომელმაც შარშან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.

Image

სხვა სტატიები