საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგრადის ტურნირზე, სადაც მე-3 ნომრად იყო განთესილი, პირველივე ეტაპიდან გამოვარდა.
ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 119-ე ნომერი, ანდრეი მარტინი იყო, რომელთანაც, დაძაბულ, 3-სეტიან ბრძოლაში, ანგარიშით 1:6, 6:4, 6:7(4) დამარცხდა.
ახალი კვირიდან 2021 წლის მეორე დიდი სლემის ტურნირი, როლან გაროსი დაიწყება, სადაც ბასილაშვილი ძირითად ბადეში იქნება წარმოდგენილი.