Belive

ბასილაშვილს გაუმართლა - ქართველი მეცის ტურნირის 1/8-ფინალშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს #1 და მსოფლიოს 36-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ATP მეცის 1/8-ფინალში გავიდა.

1/16-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს ბელგიელი მეტოქე, 22 წლის ზიზუ ბერგი ჰყავდა, რომელთანაც პირველი სეტი 4:6 დათმო, მეორე სეტს კი ბრეიკით 1:2 აგებდა, თუმცა ბელგიელმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო, შესაბამისად შემტეგი ეტაპის საგზური ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიპოვა.

1/8-ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანის მეტოქე, ესპანელ - ხაუმე მუნარსა და ფრანგ - არტუნ რინდერკნეხს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები