ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა
1 კვირის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ATP ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 161-ე ნომერია 115-ე ჩოგანთან, კოლუბმიელ დანიელ გალანთან 3:6, 3:6 დამარცხდა. დაპირისპირება 1:26 საათი მიმდინარეობდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო პერიოდში 5 სხვადასხვა ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ხუთივეში პირველივე ეტაპზე დამარცხდა.