Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამი Open-ის ძირითად ბადეში მოხვდა

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (134) მაიამი Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იაპონელი შო შიმაბუკურო (110) 2 სეტში დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა - 6:2, 6:1. დაპირისპირება 1:02 საათი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზმა 6 ბრეიქპოინტიდან 4 მოიგო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, ქართველი ჩოგბურთელი უპირატესობას ფლობდა ეისების მხრივაც, თანაფარდობა 5-4-ზე იყო.

ბასილაშვილი მაიამის მასტერსის 1/64-ფინალში არგენტინელ მარიანო ნავონეს (61) დაუპირისპირდება, მატჩი დღეს 23:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციოზე 2 ეტაპი გაიარა, ჯერ, 1/2-ფინალში პატრიკ კიპსონი დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონელი შიმაბუკურო, თან ისე, რომ სეტიც კი არ წაუგია.

მაიამის მასტერსი ATP-ის 1000-ქულიანი ტურნირია, მისი საპრიზო ფონდი კი 9 415 725 $-ია.

სხვა სტატიები