Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის, ჩენდუს 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა. ბასილა, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოს 114-ე ნომერია კვალიფიკაციის 1/2-ფინალში 189-ე ნომერი, იაპონელი რეი საკამოტო 3 სეტში დაამარცხა - 2:6, 6:3, 1:6. დაპირისპირება 1:44 საათი მიმდინარეობდა.

მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ტრისტან შულქეითსა და ბერნარდ ტომიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

ჩენდუს ტურნირის ძირითადი ბადე 17 სექტემბერს აიღებს სტარტს და 23 რიცხვამდე გაგრძელდება, საპრიზო ფონდი 1 190 210 დოლარია. ტურნირის გამარჯვებული 250 ქულას მიიღებს.

სხვა სტატიები