Belive

მე-7 ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე რაუნდშია!

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონის პირველ რაუნდში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა და დიდი სენსაცია დაფიქსირდა - ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი მეტოქე 4 სეტში - 6:2; 4:6; 7:5, 6:0 დაამარცხა და 1/32-ფინალში გავიდა.

ამ გამარჯვებას კი ის ემატება, რომ ლორენცო მუსეტი 2024 წლის უიმბლდონის 1/2-ფინალისტია და მას მინიმუმ ეს პოზიცია დასაცავი ჰქონდა იმისათვის, რომ მსოფლიო რეიტინგის 10-ეულიდან არ ამოვარდნილიყო.

1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე კვლავ იტალიელი იქნება, თუმცა ამჯერად - ლორენცო სონეგო, რომელმაც თავის მხრივ პირველ რაუნდში პორტუგალიელი მეტოქე 3:0 დაამარცხა.

ნიკოლოზი შემდეგ მატჩს 3 ივლისს გამართავს და შეეცდება, რომ 1/16-ფინალის საგზური მოიპოვოს.

სხვა სტატიები