Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ გულშემატკივარმა სიმართლე უნდა იცოდეს" 

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
დევისის თასის პირველ შეხვედრაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესტონელი ვალადიმირ ივანოვნი ორ სეტში (6:4, 6:1) დაამარცხა. თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "მეტოქეს კარგად არ ვიცნობდი. მასთან აქამდე არ მითამაშია და არ ვიცი რა იყო მისი საუკეთესო სარეიტინგო პოზიცია.  როგორც დღეს გამოჩნდა, საუკეთესო ფორმაში არ ვარ. კორტზე ჩემი ბევრი ტექნიკური ხარვეზი ჩანს, თუმცა მთავარი პრობლემა ფიზიკაშია. არის მთავარი პრობლემა, რომელზე საუბრისგანაც აქამდე თავს ვიკავებდი, თუმცა ვთვლი, რომ ჩემმა გულშემატკივარმა უნდა იცოდეს ხანგრძლივი წაგებათა სერიის ახსნა.  ტკივილები მაქვს, ისევ მაწუხებს ტრავმა, რომლითაც თითქმის ორი წელიწადია ვთამაშობ. კორტზე ტკივილგამაყუჩებლებით გავდივარ. ამის გამო, ჯერჯერობით არ შემიძლია თამაშისას შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. ვერ ვიხარჯები 100%-ით, ეს ეხება როგორც ფეხების მოძრაობას, გადაადგილებას და სისწრაფეს, ასევე ტექნიკას. თუ ფიზიკურად არ ხარ ფორმაში, ტაქტიკურ მომზადებას არანაირი აზრი აქვს. შარშან მუცელი მაწუხებდა და თითქმის ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი, შემდეგ ოპერაცია გავიკეთე და მდგომარეობა შემიმსუბუქდა. ახლა ყველაზე მეტად ხელი მაწუხებს.  ძალიან შორს ვარ საუკეთესო ფორმისგან. თუმცა ვთვლი, რომ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებ. რამდენიმე თვის წინანდელთან შედარებით, უკეთ ვთამაშობ. მთავარი მიზნები, რომელიც გვაქვს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და იმედი მაქვს ჩემს პროფესიონალ გუნდთან ერთად წლის ბოლომდე ფორმის პიკში შესვლას მოვახერხებ" - თქვა მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერმა.

სხვა სტატიები