კარლოს ალკარასი - ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მაიამის მასტერსის ისტორიაში
18 წლის კარლოს ალკარასმა, მაიამიში კარიერაში პირველი გრანდ სლემის (1000 ქულიანი) ტიტული მოიპოვა. ესპანელმა ჩოგბურთელმა "Hard Rock"-ის კორტზე, ფინალში 2 სეტში, 7:5; 6:4 დაამარცხა ნორვეგიელი - კასპერ რუდი და მაიამის მასტერსის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი (18 წლის და 333 დღის), რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. ფინალამდე, კარლოს ალკარასმა შემდეგი მოთამაშეები დაამარცხა: მარტონ ფუქსოვიჩი; მარინ ჩილიჩი; სტეფანოს ციციპასი; მიომირ კეჩმანოვიჩი და მაიამის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი - ჰუბერტ ჰურკაჩი.
ამ გამარჯვებით, ესპანელი ვუნდერკინდი მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერი გახდა.👑 HIS TIME IS NOW 👑 18-year-old @alcarazcarlos03 wins a FIRST MASTERS 1000 TITLE, defeating Ruud 7-5 6-4 to become the youngest male champion in #MiamiOpen HISTORY! pic.twitter.com/GfXf39XGOc — Tennis TV (@TennisTV) April 3, 2022
,,სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის აღსაღწერად, თუ რას ვგრძნობ ახლა. განსაკუთრებული გრძნობაა მასტერსის მოგება, ახლა ორმაგად უფრო ბედნიერი ვარ, რადგან ეს ტიტული კარიერაში პირველად მოვიგე და აქამდე ამხელა ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა არ მქონია. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებითა და ჩემი გუნდით". - განაცხადა კარლოს ალკარასმა საათი და 52 წუთიანი ფინალის დასრულების შემდეგ.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 18 წლის ესპანელამდე, მაიამის მასტერსის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, რომელმაც მაიამის ღია პირველობა პირველად 2007 წელს, 19 წლის ასაკში მოიგო.