მსოფლიოს 31-ე ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგრადის 250-იან ტურნირს (Belgrade Open) ორშაბათს, 24 მაისს, მერვედფინალიდან დაიწყებს.
ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ლასლო ჯერსა და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს შორის გასამართ მატჩში გაირკვევა.
ბასილაშვილი ბელგრადში მე-3 ნომრადაა განთესილი. ამავე ტურნირში მონაწილებას მიიღებს მსოფლიოს პირველი ჩოგანი - ნოვაკ ჯოკოვიჩი. იმ შემთხვევაში თუ ორივე ჩოგბურთელი საწყის ეტაპებს წარმატებით დასძლევს, მათი გზები ნახევარფინალში გადაიკვეთება.
Belgrade Open-ის გამარჯვებული 78 795 ევროსა და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ფინალისტი კი - 46 290 ევროსა და 150 ქულას.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მატეო ბერეტინია, რომელმაც ფინალში ასლან კარაცევი დაამარცხა.