ნიკოლოზ ბასილაშვილი 75-ქულიანი ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა!
9 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მურსიის ჩელენჯერის ძირითადი ბადის მეორე შეხვედრაში, კერძოდ კი 1/8-ფინალში, გრანგი მეტოქე, მსოფლიოს 199-ე ჩოგანი,უგო ბლანში ორ სეტში, ანგარიშით 6:2, 7:5 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
1/8-ფინალური მატჩი 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 1000-ეულს მიღმაა, ფავორიტად მაინც ქართველი მიიჩნეოდა და ასეც მოხდა. მატჩი ნიკოლოზის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელ - მარკო ტრუნგელიტისა (180) და იტალიელ - ანდრეა პელეგრინოს (162) შორის გამარჯვებული იქნება.
ბასილაშვილმა ძირითად ბადეში გასვლამდე ორ შეხვედრაში იმარჯვა, 32 წლის ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახი და ესპანელი მეტოქეების დამარცხება შეძლო.