Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიას ტურნირის ფინალში გავიდა

8 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი, ესპანეთში მიმდინარე "ჩელენჯერის", მურსიას ტურნირის ფინალში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა, ტურნირის პირველ ნომრად განთესილ ალბერტ რამოს-ვინოლასს 2 სეტში, საკმაოდ მარტივად (6-4 | 6-2) მოუგო.

მატჩი მხოლოდ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში, ბასილაშვილმა გადამწყვეტ გეიმში, როცა ესპანელს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, სწორედ მაშინ დააბრეიკა მოწინააღმდეგე და სეტი თავისთვის დაიტოვა. მეორე სეტში კი რამოს-ვინოლასის არასტაბილურმა თამაშმა ყველაფერი გაამარტივა, რეიტინგის 105-ე ჩოგანმა საკუთარი ჩაწოდება ზედიზედ სამჯერ დათმო და შესაბამისად, ფინალში გასვლის უფლება ქართველმა მოიპოვა.

ბასილაშვილი ფინალში პორტუგალიელ ენრიკე როშას დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგის 248-ე ჩოგანია, შეხვედრა მურსიას გრუნტის კორტზე 24 მარტს ჩატარდება.

სხვა სტატიები