Belive

მსოფლიოს მე-8 ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ATP ჰალეს 1/8- ფინალშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 26-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირზე (Terr Wortmann Open) ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთო და მისი პირველი მეტოქე, უძლიერესი რუსი ჩოგბურთელი - ანდრეი რუბლევი (8) იყო. ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის 2021 წლის ფინალისტი 2 სეტში: 7:6; 6:4 დაამარცა და 1/8- ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, გერმანელ - ოსკარ ოტესა (61) და მიომირ კეცმანოვიჩს (31) შორის მოგებული იქნება. ქართველი ჩოგბურთელი რუბლევს კარიერაში მეექვსედ შეხვდა, წინა 5 შეხვედრიდან 3-ში რუსმა იმარჯვა, 2 მატჩი კი ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. ამ მატჩის გამარჯვებით ნიკოლოზმა რუს ჩოგბურთელთან პირად დაპირისპირებაში ბალანსი გაათანაბრა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰალეს 500 ქულიან შეჯიბრზე, ნახევარფინალური ეტაპის ქულები აქვს დასაცავი. შარშან, Terr Wortmann Open-ზე, ქართველი ჩოგბურთლი ნახევარფინალში სწორედ რუს ჩოგბურთელთან დამარცხდა. Terr Wortmann Open-ის მოქმედი ჩემპიონი უგო უმბერია, ფრანგმა შარშან ფინალში სწორედ რუბლიოვს მოუგო.  

სხვა სტატიები