92-ე Live რეიტინგში - ბასილაშვილი 56 ადგილით დაქვეითდა
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც 600 სარეიტინგო ქულა დაკარგა, ATP-ის Live რეიტინგში 92-ე ადგილს იკავებს.
ქართველი ჩოგბურთელი ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია და უკანასკნელი 9 შეხვედრიდან რვაში დამარცხდა (ერთ მატჩში მეტოქე ტრავმის გამო დანებდა), თანაც ისე, რომ სეტიც არ მოუგია.
ბოლოს ნიკოლოზი რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებდა, განახლებული მონაცემები კი მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
ბასილაშვილმა კარიერის საუკეთსო მაჩვენებელი 2019 წელს დააფიქსირა, როცა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო.