Belive

მორიგი გამარჯვება - ბასილაშვილი ჩელენჯერის 1/4-ფინალშია

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

აშშ-ს ქალაქ სამტერში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი შეხვედრა მოიგო და 1/4-ფინალში გავიდა.

სამტერის ჩელენჯერის 1/8-ფინალში, ბასილაშვილი ამერიკელ მერფი კასონეს დაუპირისპირდა და 2:6, 6:3, 6:1 გაიმარჯვა. 1/4-ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ყაზახი ალეკსანდრ შევჩენკო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის 108 ჩოგანია - სამტერის ტურნირის მოგების შემთხვევაში კი ასეულში შევა.

სხვა სტატიები