Belive

მონპელიეს ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 87-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე (Open Sud de France) ასპარეზობას ხვალ 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე კონსტანტ ლესტიენი (52) იქნება.

ბასილაშვილი ლესტიენს 2015 წელს თურქეთში შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა.

მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი 1/8-ფინალში გრეგუარ ბარერს ან ალექსანდრ ბუბლიკს შეხვდება.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ჰოლგერ რუნეა, მეორე იანიკ სინერია, მესამე კი – ბორნა ჩორიჩი.

Open Sud de France-ს მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ბუბლიკია, რომელმაც შარშან ფინალში ალექსანდრ ზვერევს მოუგო.

_____________________________________________________________________________________________

ბასილაშვილმა ბოლოს ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც 1/64-ფინალში ტეილორ ფრიცთან დამარცხდა. ქართველ ჩოგბურთელს ზედიზედ ოთხი მარცხი აქვს.

სხვა სტატიები