ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 178-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს 250-ქულიანი ტურნირის (Open Occitanie) საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ფრანგი მეტოქე, ტიტუან დროჟე (175) დაამარცხა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
დროჟემ მე-3 სეტში, როცა ანგარიში ბასილაშვილის სასარგებლოდ 5:4 იყო, ტრავმის გამო მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.
ნიკოლოზი Open Occitanie-ს ძირითად ბადეში ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მსოფლიოს 112-ე ნომერს, მიხაილ კუკუშკინს დაუპირისპირდება.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ანდრეი რუბლიოვია, მეორე ფელიქს ოჟე-ალიასიმია, მესამე კი – ფლავიო კობოლი.
მონპელიეს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ბუბლიკია, რომელმაც შარშან ფინალში ბორნა ჩორიჩს მოუგო.
ბასილაშვილმა მონპელიეში ბოლოს 2023 წელს იასპარეზა და მე-2 რაუნდში გრეგუარ ბარერთან დამარცხდა.