Belive

ბასილაშვილი 1/8-ფინალში დამარცხდა - მან მატჩი ნაადრევად დაასრულა

11 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ლუქსემბურგის ქალაქ ეშ-სიურ-ალზეტში ITF-ის 25-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას საქართველოს მეორე ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში დანიელ - ელმერ მიოლერს, ორ სეტში 6:4, 7:5 მოუგო და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/8-ფინალური დაპირისპირება კი დღეს, 4 იანვარს შედგა, სადაც ერთ დროს მსოფლიოს მე-16 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩეხ - იონას ფორეიტეკს დაუპირისპირდა და მატჩის სტარტზე მიღებული ტრავმის გამო, მე-5 გეიმში დანებდა.

ბასილაშვილმა მატჩი ბრეიკით და 0:2-ით დაიწყო, თუმცა შემდეგ თავად დაბრეიკდა და ანგარიში გათანაბრდა, რის შემდეგაც მან დანებება გადაწყვიტა და შეჯიბრს გამოეთიშა.

ჯერჯერობით უცნობია სერიოზულია თუ არა ბასილაშვილის ტრავმა.

სხვა სტატიები