Belive

"მივესალმებით ჩვენი ტურნირის 2-გზის გამარჯვებულს, ნიკოლოზ ბასილაშვილს", - ATP ჰამბურგის ოფიციალური გვერდი

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ახალი კვირიდან საჩოგბურთო სეზონში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, რომელიც ქართული აუდიტორიისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილის არაერთი წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე ძალიან კარგადაა ცნობილი. 2021 წლის სეზონის ასპარეზში საკუთარ ბედს გამოცდის საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც როგორც აღვნიშნეთ ტურნირის ჩემპიონი არათუ ერთხელ, არამედ ორჯერ გახდა. ბასილაშვილს ჰამბურგში ძალიან ბევრი პირადი ქომაგი ჰყავს და ამ მხრივ ტურნირზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს - ხსენებული გერმანული ასპარეზის ზედიზედ ორჯერ მოგება ისტორის მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა შეძლო - როჯერ ფედერერმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა. სოციალურ ქსელებში ჰამბურგის ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა ბასილაშვილს პოსტი მიუძღვნა. "მივესალმებით ჩვენი ტურნირის 2-გზის გამარჯვებულს, ნიკოლოზ ბასილაშვილს", - ATP ჰამბურგის ოფიციალური გვერდი

მსოფლიო რეიტინგის 29-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი, რის გამოც პირველი ეტაპზე მეტოქე არ ჰყოლია, მეორე რაუნდში კი 20 წლის არგენტინელი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 164-ე ნომერი, სებასტიან ბაეზი დაუპირისპირდება. საყურადღებოა, რომ ნიკოლოზს ნახევარფინალურ ეტაპამდე საკმაოდ კარგი ბადე აქვს, ბაეზის დამარცხების შემთხვევაში ქართველს ოპონირებას სავარაუდოდ ჟან ლენარდ შტრუფი გაუწევს, რომელიც ქართველმა 2021 წელს მიუნხენის ტურნირის ფინალში დაამარცხა. Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზ ბასილაშვილს!

სხვა სტატიები