სიდნეიში ბასილაშვილის პირველი მეტოქე, დიდი ალბათობით, ენდი მარი იქნება
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 22-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სიდნეის 250-იან ტურნირზე (Sydney Tennis Classic) ასპარეზობას, სადაც მე-2 ნომრადაა განთესილი, მერვედფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე, დიდი ალბათობით, ენდი მარი იქნება. ბრიტანელი პირველ წრეში საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნიკოლოზი მარის აქამდე ერთხელ, უიმბლდონზე შეხვდა, სადაც 4 სეტში დამარცხდა. Sydney Tennis Classic-ი 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 87 ათას დოლარსა და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
Next up for @andy_murray ➡️ Sydney Tennis Classic#BackTheBrits 🇬🇧 pic.twitter.com/6phMWByMUs — LTA (@the_LTA) January 7, 2022