,,მითხარი, რაში შემიძლია თქვენი დახმარება'' - ნოვაკ ჯოკოვიჩი უკრაინელ ჩოგბურთელს
2 წლის წინ
ჩოგბურთი
2 წთ
უკრაინული პატრიოტიზმის ერთ-ერთი მაგალითი, უკრაინელი ჩოგბურთელი სერგეი სტახოვსკია, რომელმაც ყველასათვის მოულოდნელად სპორტულ აქტივობაზე უარი განაცხადა და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა იმისათვის, რომ “აიღოს იარაღი და რუსეთის წინააღმდეგ იომოს”.
“უკრაინაში საომრად ვბრუნდები!” “მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მათ შორის არც იარაღის გამოყენება ვიცი, ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგები”, – აცხადებს სტახოვსკი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სერგეი სტახოვსკის, მსოფლიო ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა - ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინელ ჩოგბურთელს თანადგომის სურვილი გამოუხატა. უკრაინელმა ჩოგბურთელმა, სერგეი სტახოვსკიმ, გრანდ სლემების 20-გზის ჩემპიონთან მიმოწერის სქრინი გამოაქვეყნა:
,,სტაკო, როგორ ხარ? თავადაც იბრძვი? შენზე ვფიქრობ, იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება. გთხოვ, მითხარი, რაში შემიძლია თქვენი დახმარება. ფინანსური ან სხვა ნებისმიერი სახის მხარდაჭერა,'' - წერს ნოვაკი სტახოვსკის.