Belive

მესამედ კარიერაში - იგა სვიონტეკი როლან გაროსის ჩემპიონია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქალთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი - იგა სვიონტეკი (პოლონეთი) გახდა, რომელმაც ფინალში კაროლონა მუხოვას (ჩეხეთი, 43) 3 სეტში, ანგარიშით 6:2, 5:7, 6:4 მოუგო.

ფინალური შეხვედრა 2 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა. პოლონელმა ჩობურთელმა როლან გაროსზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

სვიონტეკმა პარიზის გრანდ სლემის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 300 000 ევრო გამოიმუშავა, მუხოვამ კი 1200 ქულა და 1 150 000 ევრო მიიღო.

იგა როლან გაროსის გამარჯვებული კარიერაში მესამედ გახდა - მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დიდი სლემის ტურნირი 2020 წელს და შარშან მოიგო.

სხვა სტატიები