Belive

ამერიკის ღია პირველობა 2024 | ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა

3 თვის წინ ჩოგბურთი
3 წთ

წლის მესამე სლემმა - ამერიკის ღია პირველობამ სტარტი 19 აგვისტოს აიღო და 9 სექტემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სლემის მოქმედი ჩემპიონი - ნოვაკ ჯოკოვიჩი შეჯიბრს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა, მისი დამარცხება ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა - ალექსეი პოპირინმა 4 სეტში შეძლო. ასევე მეორე დიდი სენსაცია დაფიქსირდა, როდესაც კარლოს ალკარასი 1/32-ფინალში, ნიდერლანდელ - ვან დე ზანდშულპთან დამარცხდა.

ამერიკის ღია პირველობა დასასრულს უახლოვდება და როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა.

მამაკაცები

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონობისთვის - იანიკ სინერი, ჯეკ დრეიპერი, ტეილორ ფრიცი და ფრენსის ტიაფო იბრძოლებენ.

ის ფაქტი უკვე ვიცით, რომ ბევრი წლის შემდეგ, US OPEN-ის ფინალში ერთ-ერთი ამერიკელი ითამაშებს და ეს ან ტეილორ ფრიცი, ან ფრენსის ტიაფო იქნება.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს - იანიკ სინერს იდეალური შანსი აქვს, რომ კარიერაში და 23 წლის ასაკში მეორე გრანდ სლემის ტიტული მოიპოვოს, თუმცა იქამდე ჯეკ დრეიპერის დამარცხება მოუწევს, რომელიც თავის მხრივ ისტორიულ შეჯიბრს ატარებს. 22 წლის ბრიტანელი ჩოგბურთელი 1/2-ფინალამდე ისე მივიდა, რომ არცერთი სეტი არ წაუგია (15/15 მოგებული სეტი).

მეორე წყვილი კი ამერიკულია და უკვე ცხადია, რომ ერთ-ერთი მათგანი სამშობლოში სლემის ტურნირის ფინალს ითამაშებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2005 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ის ფაქტი, როდესაც ამერიკის ღია პირველობაზე ამერიკული ნახევარფინალი შედგება.

  • ფრენსის ტიაფო Vs. ტეილორ ფრიცი | 6 აგვისტო, თბილისის დროით 23:00 საათი

  • იანიკ სინერი Vs. ჯეკ დრეიპერი | 7 აგვისტო, თბილისის დროით 04:30 საათი

ქალები

ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი - კოკო გოფი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან გამოეთიშა. იგი თანამემამულე - ემა ნავაროსთან დამარცხდა, რომელიც თავის მხრივ 1/2-ფინალში ითამაშებს.

მსოფლიოს პირველი ნომერი - იგა სვიატეკი კი 1/4-ფინალში ამერიკელ მეტოქე - ჯესიკა პეგულასთან დამარცხდა, რომელიც დიდი სლემის 1/2-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონობისთვის - ჯესიკა პეგულა, კაროლინა მუხოვა, ემა ნავარო და არინა საბალენკა იბრძოლებენ.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალთა თანრიგში დარჩენილი ჩოგბურთელებიდან, სლემის ტიტული მხოლოდ არინა საბალენკას აქვს მოპოვებული, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის 2-გზის გამარჯვებულია. შესაბამისად, სხვა ყველა ჩოგბუთელისთვის პირველი კარიერული სლემის ტიტული იქნება.

  • ემა ნავარო Vs. არინა საბალენკა | 6 აგვისტო, თბილისის დროით 03:00 საათი

  • ჯესიკა პეგულა Vs. კაროლინა მუხოვა | 6 აგვისტო, თბილისის დროით 05:00 საათი

სხვა სტატიები