იგა შვიონტეკი უიმბლდონის გამარჯვებულია
4 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
24 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა, იგა შვიონტეკმა უმბლდონი პირველად მოიგო. შვიონტეკმა ფინალში ამერიკელ ამანდა ანისიმოვას ორ სეტში (6:0 | 6:0) სძლია. მატჩი მხოლოდ 58 წუთს გაგრძელდა და ანისიმოვამ ერთი გეიმის მოგებაც ვერ მოახერხა, არადა, ამანდამ ნახევარფინალიდან რეიტინგის პირველი ნომერი, არინა საბალენკა გააგდო.
შვიონტეკისთვის დღევანდელი ტიტული მეექვსე დიდი სლემია კარიერაში. (2020, 2022, 2023 და 2024 წლებში მან როლან გაროსი მოიგო, 2022 წელს ამერიკის ღია პირველობა, ახლა კი უიმბლდონიც).
შვიონტეკი ამჟამად რეიტინგის მე-4 ნომერია. მას მოგებული აქვს წლის შემაჯამებელი ტურნირი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Grass, mastered. 🏆
— Wimbledon (@Wimbledon) July 12, 2025
Iga Swiatek is Poland's first Wimbledon singles champion 🇵🇱 pic.twitter.com/5fsPpX4ANC