მეათედ კარიერაში - ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, სტეფანოს ციციპასი (4) სამ სეტში, ანგარიშით 6:3, 7:6, 7:6 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული კარიერაში მეათედ გახდა. ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა.
ნოვაკმა ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2,06 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ციციპასმა კი 1200 ქულა და 1,13 მილიონი მიიღო.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 22-ე გრანდ სლემის მოგება შეძლო, რითაც რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.
ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო გამარჯვებული სწორედ ნადალი იყო, რომელმაც 2022 წელს ფინალში დანილ მედვედევს აჯობა.
KING OF MELBOURNE 👑 @DjokerNole pic.twitter.com/myM619PTVN
— #AusOpen (@AustralianOpen) January 29, 2023