Belive

მარცხი პარიზის მასტერსზე - ბასილაშვილი წელს ასრულებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსზე წარუმატებლად იასპარეზა - ქართველი ჩოგბურთელი ადგილობრივ ადრიან მანარინოსთან (50) 2 სეტში - 2:6; 4:6 დამარცხდა. სამწუხაროა, რომ წლის დასრულებამდე რეიტინგში კიდევ უფრო წინსვლის საკმაოდ დიდი შანსი ბასილაშვილმა დღეს მარტივად გაუშვა. ნიკოლოზმა საკმაოდ სუსტი თამაში ჩაატარა და მანარინოსთან 31 უნებლიე შეცდომა დაუშვა. შეგგახსენებთ, რომ ნიკოლოზი დღეს ოფიციალურ რეიტინგში 21-ე პოზიციაზე გადავიდა. ამით 29 წლის ჩოგბურთელი კარიერის საუკეთესო შედეგს (მე-16 ადგილი) მიახლოვდა.

სხვა სტატიები