Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონი გახდა

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჩატარებული 100-ქულიანი ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში იაპონელი ტარო დანიელი დაამარცხა. ტარო ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა ბასილაშვილმა ის 2 სეტში (7:5|6:4) დაამარცხა. თამაშში გარდატეხა პირველ სეტში მოხდა, ნიკოლოზი 2:5 ანგარიშით მარცხდებოდა და იაპონელს მხოლოდ 1 გეიმი რჩებოდა სეტის მოსაგებად, თუმცა ქართველმა 'ხასიათი' გამოავლინა და ზედიზედ 5 გეიმი მოიგო.

ფინალში გასასვლელად ბასილაშვილმა 3 შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალში კი ფრანგი ესკოფიერი ტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა. ამ გამარჯვებით ATP-ის საერთო რეიტინგში 213-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

სხვა სტატიები