Belive

მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის შეხვედრა მოიგო. მარიამმა ვეტერანი ვარვარა ლეპჩენკო 2 სეტში (7:5 | 6:4) დაამარცხა და ასპარეზობას აგრძელებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ბოლქვაძის მეტოქე შვეიცარიელი, 20 წლის, სელინ ნაეფი იქნება. ეს ჩობურთელი საერთო რეიტინგში 178-ე ადგილზეა.

მარიამ ბოლქვაძე რეიტინგის 198-ე ნომერია და უიმბლდონზე მისი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ პირველი საკვალიფიკაციო წრის გადალახვა იყო. ძირითად ბადეში მოსახვედრად, ქართველ ჩოგბურთელს, კიდევ 2 მატჩის მოგება მოუწევს.

სხვა სტატიები