Belive

ბასილაშვილი სონეგოსთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა და უიმბლდონს გამოეთიშა

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოოზ ბასილლაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში ლორენცო სონეგოსთან დამარცხდა და უიმბლდონნს გამოეთიშა. იტალიელმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგის 47-ე ნომერია, მატჩი 4 სეტში ( 6:1| 6:3| 6:7| 7:6) მოიგო. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა მესამე სეტში დაიწყო, ნიკოლოზმა პირველი ორი სეტი აშკარად ჩააგდო, ხოლო ბოლო 2 სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც მესამე სეტი თავად დაიტოვა.

ბასილაშვილმა 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მის მოწინააღმდეგეს კი ამ მხრივ შეცდომა საერთოდ არ ჰქონია. დიდი გასხვავება იყო უნებლიე შეცდომებშიც. ქართველმა 58-ჯერ გააფუჭა დარტყმა, მაშინ როცა სონეგოს მხოლოდ 17 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ყველაფრის მიუხედავად, იყო შანსი, რომ სეტებში ანგარიში გათანაბრებულიყო.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის პირველ წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რეიტინგის მეეშვიდე ნომერი, ლორენცო მუსეტი დაამარცხა.

სხვა სტატიები