Belive

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციოს ფინალში გავიდა

2 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრე წარმატებით დაიარა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

28 წლის მარიამმა, რომელიც რეიტინგში 539-ე ნომერია, 19 წლის იაპონელი გოგონა, ჰაიუ კინოშიტა 2 სეტში (6:3|6:2) დაამარცხა. კინოშიტა 227-ე ნომერია - მატჩი საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.

მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრეც სეტის წაუგებლად გაირა, სადაც ავსტრიელი ჯულია გრაბერი გამოთიშა ასპარეზობას (118-ე ნომერი).

ბოლქვაძეს მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება აშორებს ფინალურ სტადიას და გადამწყვეტ მატჩს ბელგიელი ჩოგბურთელის, ჯელინ ვანდრომეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები