Belive

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 189-ე ჩოგანი, მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ხორვატ მეტოქესთან – იანა ფეტთან, (254) 3 სეტში, ანგარიშით 7:5, 1:6, 2:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. ხორვატი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკნით რაუნდში კატარინა ზავაცკას (უკრაინა, 229) შეხვდება, რომელმაც დღეს რობინ ანდერსონს ორ სეტში (6:4, 6:3) მოუგო. ზავაცკასთან გამარჯვების შემთხვევაში, ფეტი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. წელს უიმბლდონზე საქართველოს კიდევ 4 წარმომადგენელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე ეყოლება.

სხვა სტატიები