ქართველები როლან გაროსზე | ბასილაშვილისა და ბოლქვაძის მეტოქეები ცნობილია
19 მაისს, 2025 წლის მესამე დიდი სლემის შეჯიბრმა - როლან გაროსმა აიღო სტარტი და საკვალიფიკაციო ეტაპები 23 მაისს დასრულდება, ძირითად ბადეში კი სპორტსმენები 25 მაისიდან ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2025 წლის როლან გაროსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ორი ქართველი - ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე იბრძოლებენ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი
33 წლის ქართველი ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძოლებს და ის ბრწყინვალე ფორმაშია, რაც ბორდოს ჩელენჯერზეც დაამტკიცა, თუმცა სამწუხაროდ იგი ფინალში დამარცხდა.
ბასილა საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს, სადაც მას ნიდერლანდელი მეტოქე - გის ბრაუერი ეყოლება.
ექსპერტების აზრით, ბასილაშვილი 29 წლის ნიდერლანდელ მეტოქესთან ფავორიტია და მან მისი დამარცხება უნდა შეძლოს, რითიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა.
ბასილას თამაში 20 მაისს არის ჩანიშნული, თუმცა ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
მარიამ ბოლქვაძე
27 წლის ქართველი ჩოგბურთელი, როლან გაროსზე კარიერაში მეორედ იასპარეზებს. მან პირველად 2021 წელს იასპარეზა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა შემდეგ კი დამარცხდა.
ბოლქვაძე ბასილაშვილის მსგავსად ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, სადაც 23 წლის უკრაინელ - დარია სნიგურს დაუპირისპირდება.
მარიამის თამაში 20 მაისს, თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.
აქვე შეგახსენებთ, რომ როლან გაროსი 8 ივნისს დასრულდება.